( - )
( - )
( - )
( - )
( - )
(26.05.1959 - )
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
• სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართული ლიტერატურის ისტორია, ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობებისისა და ქრისტიანული კულტურის საკითხები, ქართული ფოლკლორი, თარგმანის ისტორია, ეგზეგეტიკა და ასკეტიკა, ტერმინოლოგიის, ეტიმოლოგიისა და ენის ნორმალიზაციის პრობლემები, ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი სტანდარტების განსაზღვრა, ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერებისა და სამონასტრო კომპლექსების ისტორია. • ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი, სტატია და მასალები, სასკოლო და საუნივერსიტეტო დამხმარე სახელმძღვანელოები. • 1999 წ. - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; • 2001 წ. - პროფესორი. • 1989 წ. - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია - "ეფრემ მცირის ლიტერატურული შეხედულებანი"; • 1999 წ. - დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - "შატბერდის კრებული" და "ქრისტიანული ეგზეგეტიკა”.
• 1982-1986წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის სპეციალისტი; • 1982-1989წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის ლაბორანტი; • 1984-1994წწ. - მე-6 საავტორო გერმანული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; • 1990-1991წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო მიმართულებით; • 1990-1997წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; • 1991-1994წწ. - გაზეთ "კავკასიონის“ დამფუძნებელი; • 1994-1995წწ. - განათლების სამმართველოს უფროსი; • 1998-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების კათედრის დოცენტი, პროფესორი; • 1999-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; • 2005-2006წწ. - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი დეკანი; • 2006 წელს - ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი ფილოლოგიის მიმართულებით; • 2007-2009წწ. - თბილისის 161-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; • 2009 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირვეწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი; • 2017 წლიდან - სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე; • 2017 წ. - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულო, წევრი; • 2014-2017 წ.წ. - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულო, თავმჯდომარე.
( - )
(14 დეკემბერი 1929 - 19 აპრილი 1991)
(17,10,1940 - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )