( - )
(1856 - 01.09.1924)
თბილისის სასულიერო სემინარია
სტავროპოლის სასულიერო აკადემია
1891 - ქუთაისში კერძო პანსიონი, პროგიმნაზია გახსნა
1894 - 7 მაისს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და იმავე წლის 23 მაისს მღვდლად აკურთხეს
1901 სიმონ მჭედლიძე იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად დაინიშნა
1902 სვირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია და პარალელურად იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელი
1905 სიმონ მჭედლიძე იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრია და დაინიშნა იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. ამავე პერიოდში იყო საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარე და რედაქტორ-გამომცემელი ყოველკვირეული გაზეთისა "შინაური საქმეები" (1908-1916წწ.)
1913–1915 სიმონ მჭედლიძემ დააარსა და თავად იყო რედაქტორი ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებული "განთიადი". თავის თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სტამბა "იმერეთის სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა", რომლის მიზანი იყო სასულიერო წიგნების გამოცემა
1918 - სიმონ მჭედლიძემ დააარსა საშუალო სკოლა სოფელ ლაშეში და გარკვეული პერიოდი იყო ამ სკოლის გამგეც
1924 - რეპრესიების დროს სიმონ მჭედლიძე, მიტროპოლიტ ნაზარისთან (ლეჟავა) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად (დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე), ამავე წლის 1 სექტემბერს, ქუთაისის ახლოს, ბოლშევიკებმა საფიჩხიას ტყეში დახვრიტეს
1995 - 19 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე მასთან ერთად წამებულ სამღვდელო კრებულთან ერთად, წმინდა მოწამედ იქნა შერაცხილი
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )