⚠️ საიტი დამუშავების პროცესშია.
მისია და ისტორია
  • ჩვენს შესახებ

ვებ-პორტალის ,,ქართული მეცნიერება“ შექმნის იდეა საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიურ ინსტიტუტში  2023 წელს წარმოიშვა.

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ვებ-პორტალის შინაარსი და კონცეფცია საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა მოამზადეს. თანამედროვე ტექნოლოგიები ცოდნის ფართო საზოგადოებისათვის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.

თანამედეროვე ეპოქაში დიგიტალური ბიბლიოთეკები და არქივები, ასევე სხვადასხვა სასწავლო პლატფორმები, საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ აკადემიური ინსტიტუციების

სამეცნიერო მასალებზე წვდომა. ჩვენი ვებ-პორტალით სარგებლობის შესაძლებლობა ათასობით მკვლევარს, პედაგოგოგს, სტუდენტს თუ სხვა დაინტერესებულ პირს მიეცემა

 

  • ჩვენი მიზანია

ქართულ მეცნიერებაში

  • ვებ პორტალში წარმოდგენილი მასალის სრული შესაბამისობა თანამედროვე სამეცნიერო მოთხოვნებთან
  • პროფესიონალური დახმარება სამეცნიერო ინფორმაციისა და მასალების მოძიებაში 
  • მაღალი ხარისხის აკადემიური კვლევის ხელშესაწყობად სანდო, ხარისხიანი და მრავალფეროვანი სამეცნიერო რესურსების გაზიარება
  • მომავალი თაობებისათვის კვლევის გამარტივება და ეფექტური შედეგების მიღწევაში ხელშეწყობა
  • სადღეისოდ არსებული ინფორმაციისა და სამეცნიერო ცოდნის აკუმულირება, კლასიფიკაცია, დაცვა-შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დაინტერესებული საზოგადოებისათვის ქართველოლოგიურ კვლევებზე წვდომის ხელშეწყობა
  • სამეცნიერო კვლევის ეფექტურობის ხელშესაწყობად სამეცნიერო საზოგადოების დაახლოება
  • საქართველოს შესახებ ობიექტური სამეცნიერო სიახლეების დანარჩენი მსოფლიოსათვის გაცნობა