ვებ-პორტალის ,,ქართული მეცნიერება“ შექმნის იდეა 2023 წელს საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიურ ინსტიტუტში წარმოიშვა.
ჩვენ წარმოვადგენთ ქართველოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს, რომელიც 2022 წლის 4 მარტს შეიქმნა. ინსტიტუტი აერთიანებს წყაროთმცოდნეობის, არქეოლოგიის, ისტორიის, სახელოვნებათმცოდნეო, კულტუროლოგიურ და ფილოლოგიურ სამეცნიერო მიმართულებებს.
თავის ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, ქართველოლოგიის ინსტიტუტმა დანერგა და ჩაატარა სამი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „საქართველო და კავკასია, წარსული, აწმყო და მომავალი“, გამოსცა კონფერენციათა ამსახველი კრებულები. ამ პერიოდში მომზადდა არაერთი სამცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია.