Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image
Slider Image

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური აზრი  საქართველოში უზნადე

ქართული ფსიქოლოგიური აზრის ისტორია, არსებითად, ორ პერიოდს მოიცავს: უზნაძემდე და უზნაძის შემდეგ.

ფსიქოლოგია, როგორც ფილოსოფიური ცოდნის დარგი, პირველად არის წარმოდგენილი სულხან-საბა ორბელიანის (1658-1725) ქართულ ლექსიკონში” (“სიტყვის კონა”). მან, როგორც ენციკლოპედიამ, მოამზადა ნიადაგი ფსიქოლოგიური ცოდნის  მოპოვებისათვის.

საქართველოს კათალიკოსის ანტონ პირველის (1720-1788), ფილოსოფიური შინაარსის თხზულების „სპეკალის“ ყველაზე დიდი ნაწილის სათაურია „სულისთვის“. ასევე მის თარგმანებში ასახულია აზრი ფსიქოლოგიის ემპირიულობის შესახებ.

შემდგომი პერიოდის რაციონალური ფსიქოლოგიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლია იონა ხელაშვილი (1770-1837) - ფილოსოფოს და თეოლოგი. ის სულიერ მოვლენებს  ზებუნებრივი საწყისის გამოვლინებად წარმოაჩენდა.

ემპირიულ ფსიქოლოგიაზე აკეთებდა აქცენტს იოანე ბატონიშვილი (1767-1830). თავის ნაშრომში “კალმასობა” (1824).  მასვე ეკუთვნის  ფსიქოლოგიური ნარკვევი „ძალნი სულისანი“, სადაც აღნიშნავს, რომ სულიერი მოვლენების  შემეცნების მეთოდი ემპირიული ანალიზია.

დიდი მამულიშვილი - ოლომონ დოდაშვილი - თავის ნაშრომში „ლოგიკა“ წამოაყენებს არგუმენტებს, რომლებიც ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების აღიარებას ეხება.  

ქართული ფსიქოლოგიური აზრის მომდევნო თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია აბრიელ ქიქოძე (გაბრიელ ეპისკოპოს), ავტორი ნაშრომისა ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“.  ეს არის საქართველოში შექმნილი  პირველი სისტემური კურსი, რომელიც ასრულებდა ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოს ფუნქციას რუსეთის იმპერიის სემინარიებში.

ილია ჭავჭავაძე გაბრიელ ქიქოძეზე ამბობდა: ეს იყო ადამიანი, ვინც სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა.

გამოჩენილი ფიზიოლოგის, ივანე თარხნიშვილის კვლევა-ძიება მოიცავდა ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის მოსაზღვრე თემებს, სადაც თამამად შემოაქვს არაცნობიერი ფსიქიკურის კატეგორია. აღსანიშნავია მისი ნაშრომები სული და სხეული” (1904), ჰიპნოტიზმი, შთაგონება და აზრების წაკითხვა (1886).

 ასეთ ნაბიჯებს დგამდა ფსიქოლოგია, როგორც დარგი,  სამეცნიერო მიმართულებით. ქცევის ფსიქოლოგიური მექანიზმის ახლებური გააზრება კი დიდი ქართველი ფსიქოლოგის, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის მთავარი დამსახურებაა.

 

               დიმიტრი უზნაძე და განწყობის თეორია

  განწყობის ფსიქოლოგია არის ზოგადფსიქოლოგიური მასშტაბის მოძღვრება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მე-20 საუკუნის სხვა ფსიქოლოგიური სისტემებისაგან როგორც მეთოდოლოგიური ამოცანებითა და პრინციპებით, ისე საკუთრივ თეორიის შინაარსით.

უზნაძე (1886-1950) დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფ. საქარაში. სასკოლო განათლება მიიღო ქუთაისის ცნობილ გიმნაზიაში, 1905 წ. გაემგზავრა გერმანიაში და სწავლა დაიწყო ლაიფციგის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე.  აქ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვილჰელმ ვუნდტი - ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, მსოფლიოში პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორიისა და ინსტიტუტის ფუძემდებელი, რომლის უშუალო ხელმძღვანელობითაც უზნაძემ გაიარა სამეცნიერო წრთობა.

1907 წელს უზნაძე წერს ნაშრომს ლაიბნიცის შესახებ და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს პრემიას იმსახურებს. 1909 წელს ქმნის ნაშრომს ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიაზე, რომელშიც პირდაპირ დოქტორის ხარისხს ანიჭებენ. საქართველოში არ აღიარებენ მისი განათლების დოკუმენტს, რადგან ქვეყანა იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ის იძულებული ხდება ჩააბაროს და ექსტერნის წესით დაამთავროს ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1913 წელს პირველი ხარისხის დიპლომით ამთავრებს ამ უნივერსიტეტს.

1910-1916 წლებში უზნაძე აქვეყნებს სტატიებს თეორიულ პედაგოგიკაში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ექსპერიმენტულ პედაგოგიკას და ბავშვის ფსიქოლოგიას. შექმნა ოთხი სახელმძღვანელო ძველი მსოფლიოს ისტორიაში - ეს იყო ქართულ ენაზე შექმნილი პირველი სახელმძღვანელო.

1915 წლიდან დიმიტრი უზნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების დახმარებით 1915 წელს ქუთაისში ხსნის ქალთა სკოლა „სინათლე“, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა აქვეყნებს პედაგოგიურ პრინციპებამ გამოცდილების საფუძველზე.

1918 წელს უზნაძე მონაწილეობს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში, ხსნის ფსიქოლოგიის კათედრას, ფსიქოლოგიის ლაბორატორიას, კითხულობს ლექციებს, ქმნის ტერმინოლოგიას, წერს სახელმძღვანელოებს ფსიქოლოგიაში და საფუძველს უქმნის ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას. 1927 წელს იქმნება ფსიქოლოგთა საზოგადოება, 1944 წელს - მეცნიერებათა აკადემიის  ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებელი. დ. უზნაძე გარდაიცვალა 1950 წელს ერთ-ერთ ოთხშაბათობაზე, განწყობის შესახებ მსჯელობის პროცესში.

დიმიტრი უზნაძეს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ფილოსოფიური შრომები - სიკვდილისა და უკვდავების, ომის ფილოსოფიის შესახებ, პედაგოგიური ნაშრომები და სახელმძღვანელოები ზოგად ფსიქოლოგიაში, მაგრამ მთავარი მაინც განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიაა. განწყობის ფსიქოლოგიის მიმართულებით ინტენსიურ კვლევა-ძიებას საფუძველი ჩაეყარა 1923 წელს, როდესაც თსუ-ის პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში ჩვენი მეცნიერებაგამოქვეყნდა დ. უზნაძის სტატია.

უზნაძის სამეცნიერო შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე და ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს.

 1939 წელს სკანდინავიის ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში “Acta Psychologica” გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი. სწორედ ამ დროიდან ქართველი მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობა მოექცა მსოფლიოს ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში.

დ. უზნაძის გარდაცვალების შემდეგ ნიუ-იორკში ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია „განწყობის ფსიქოლოგია“ ( D.N. Uznadze, „The Psychology of Set“, New York, 1966).  

1966 წელს ფსიქოლოგთა XVIII საერთაშორისო კონგრესზე გამოჩენილმა ფრანგმა ფსიქოლოგმა პ. ფრესმა განწყობის პრობლემა თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითად პრობლემად მიაჩნია და აღნიშნა ის დიდი წვლილი, რაც ამ პრობლემის დამუშავებაში ქართველმა ფსიქოლოგებმა შეიტანეს.

დ. უზნაძის თეორიის მნიშვნელობასა და ავტორიტეტზე მეტყველებს 1979 წელს თბილისში გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე „არაცნობიერი“, რომელიც პროფესორ აპოლონ შეროზიას ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩატარდა. სიმპოზიუმზე ცენტრალური ადგილი დაეთმო დ. უზნაძის განწყობის თეორიას. სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს გამოჩენილი ფსიქოლოგები და ფილოსოფოსები. ზიგმუნდ ფროიდის ქალიშვილმა, ანა ფროიდმა გამოგზავნა მისასალმებელი წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მხოლოდ უზნაძისა და მისი თეორიის უდიდესი ავტორიტეტის გამო იღებდნენ ფსიქოანალიტიკოსები მონაწილეობას სიმპოზიუმში, რომლის მასალები რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე დაიბეჭდა ოთხ ტომად (1978 წ.).

უზნაძის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა იდეოლოგიის გავლენით დაიწყო  მძაფრი შეტევები განწყობის ფსიქოლოგიის წინააღმდეგ. უზნაძის მოწაფეებმა, დიდმა ფსიქოლოგებმა: ალექსანდრე ფრანგიშვილმა, რევაზ ნათაძე, ანგია ბოჭორიშვილმა, დარეჯან რამიშვილმა, იოსებ ბჟალავა, შალვა ჩხარტიშვილმა, ვლადიმერ ნორაკიძე, ზოსიმე ხოჯავა, ბარნაბ ხაჭაპურიძე, ერეკლე აბაშიძე, აკაკი ავალიშვილმა, ალექსანდრე მოსიავამ ღირსეულად შეძლეს განწყობის თეორიის დაცვა და გადარჩენა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის წვლილი ქართულ ფსიქოლოგიაში. მან განავითარა და ახალ საფეხურზე აიყვანა უზნაძის განწყობის თეორია, გაამდიდრა ის სოციალური განწყობების სფეროში აღმოჩენილი კანონზომიერებებით.

Your personal data will be used to support your experience throughout this website, to manage access to your account, and for other purposes described in our privacy policy.

Your personal data will be used to support your experience throughout this website, to manage access to your account, and for other purposes described in our privacy policy.