( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
(1928 - 19,10,2011)
( - )
( - )
(4 სექტემბერი, 1954 - )
( - )
( - )
( - )
(17.09. 1893 - 24.04.1975)
- სწავლობდა საჩხერის ორკლასიან და ჭიათურის სასწავლებლებში. - 1913 წ. ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. - სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო.
ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, რუსთველოლოგი
ნოე ნ. ჟორდანიას დავალებით ქუთაისში ხელმძღვანელობდა პარტიულ პრესას გაზ. "სოციალ–დემოკრატი", შემდეგ კი გაზ. "საქართველოს რესპუბლიკის" რედაქტორი გახლდათ. 1928 წლიდან პარიზში იწყებს ჟურნალისტურ და რედაქტორულ საქმიანობას, გამოსცა ჟ. "ორნატი", შემდეგ დიდფორმატიანი ლიტერატურულ–მეცნიერული და პოლიტიკური ჟ. "კავკასიონი". უშვებდა სხვა ჟურნალებსაც–"თეთრი გიორგი", "ქართლოსი", "მამული".
ვიქტორ ნოზაძე 1920 წ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 70 ახალგაზრდასთან ერთად მიემგზავრება ევროპაში ცოდნის გასაღრმავებლად. ლონდონსა და ბერლინში ცხოვრებისა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა. ომის შემდეგ მეცნიერი ხანგამოშვებით ცხოვრობს გერმანიაში, ავსტრიაში, არგენტინაში, ჩილეში, ბრაზილიაში, 1960 წ. ჯერ ესპანეთში დასახლდა, ხოლო 1963 წლიდან თავის ძმასთან გიორგისთან დაფუძნდა ლევილის ქართულ მამულში, აქვე იყო ქართული სტამბაც და მეცნიერის სამუშაო ოთახიც. 1975 წ. 24 აპრილს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ საფრანგეთში ქ. არპაჟონის საავადმყოფოში ვიქტორ ნოზაძე გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.