( - )
( - )
( - )
(1924 - 2006)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აკად. გიორგი წერეთლის მოსწავლე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
თინათინ მარგველაშვილი გახლდათ უმაღლესი საუნივერსიტეტო აკადემიური, ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებებით აღსავსე პიროვნება. შეუდარებელი მასწავლებელი, რომელმაც აღმოსავლეთმცოდნეების - არაბისტების თაობები აღზარდა.
მთარგმნელობითი გამოცდილება: ქნ თინათინ მარგველაშვილმა საფუძველი ჩაუყარა არაბული ლიტერატურის ქართულად თარგმნის პროცესს. მან ამინ არ-რაიჰანის შესანიშნავი თეთრი ლექსი "განმკურნე მე - ხევის ქალღმერთო " (არმაღანი, 1965) თარგმნა არაბულიდან. შემდგომში კი, ინიციატორი გახდა არაბული ენიდან "ათას ერთი ღამის" რვატომეულის თარგმნისა.
"ათას ერთი ღამის" რვატომეულიდან 4 ტომი (III, IV, VII, VIII) ქ-ნ თინათინ მარგველაშვილის მიერ არის შესრულებული. აკადემიური თარგმნის წყალობით იმ დროისათვის ქვეყნის უმაღლესი მთარგმნელობითი ჯილდო - ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემია ხვდა წილად.
მან შეადგინა სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის- არაბული ენის გრამატიკა "ლექსიკურ გრამატიკული განმარტებანი გიორგი წერეთლის- არაბულ ქრესტომათიისათვის." (1981 წ)
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )
( - )